29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ნინო ბურჯანაძის თქმით, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად აქცია უნდა ჩატარდეს

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სპონტანურად დაიგეგმა, შესაძლოა მისი ოპოზიციასთან შეხვედრა ვერ მოხერხდეს.

ბურჯანაძე ასევე მიიჩნევს, რომ როცა პომპეო საქართველოში ჩამოვა, აუცილებელია ჩატარდეს საპროტესტო აქცია, სადაც ქართველი ხალხი საკუთარ ნებას დაანახებს მას.

"17 თუ 18 ერთ-ერთ ამ დღეს მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. არა ხმაურია, შეიძლება უფრო მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები