ბაჰრეინის პრემიერ-მინისტრი შეიხი ხალიფა ბინ სალმანი ალ ხალიფა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ბაჰრეინის სამეფოს სასახლე აქვეყნებს.
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა უცნობია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა პრობლემა ჰქონდა ხალიფა ბინ სალმანს.
ბაჰრეინის მეფის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდება.