29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
საუბარი იმაზე, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერაა და გაყალბებული არჩევნების აღიარებაა, ტყუილია - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძის თქმით,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერაა, ტყუილია.

"ბუნებრივია, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. 

მათ შორის, მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარება, თუ ეგ კონვერტაცია აქვს "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, უბრალოდ ტყუილია. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საინტერესოა ამერიკისთვის, რომელიც ამერიკის პარტნიორი ქვეყანაა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები