29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მაიკ პომპეოსთან კომუნიკაცია მათაც ექნებათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მაიკ პომპეოსთან კომუნიკაცია მათაც ექნებათ.

ოპოზიციის წევრების თქმით, პომპეოს ვიზიტი მნიშველოვანი გზავნილი იქნება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. რაც შეეხება შეხვედრებს, ჯერჯერობით რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებზე და მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაზეც, თუმცა რა თქმა უნდა უმჯობესი იქნება სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს რა ვითარება ქვეყანაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა

"უმნიშველოვანესია მაიკ პოპმეოს ვიზიტი, იმიტომ რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში. ამიტომ დაველოდოთ ამ ვიზიტს, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ოპოზიციასაც გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა მასთან, სადაც ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გიგლა ბარამიძის თქმით, პომპეოს ვიზიტი შესაძლოა რეგიონში დაძაბულ ვითარებას უკავშირდებოდეს.

"პომპეოს ჩამოსვლა თავისთავად საინტერესოა. 2 თვის შემდეგ, ის იქნება თუ არა იმ თანამდებობაზე, კაცმა არ იცის. ოფიციალურ შედეგებს დაველოდოთ და ასეც არ ვთქვათ, რომ აი, მაიკ პომპეომ აიღო ბილეთი და მოფრინავს, დედა რა ხდება საქართველოში. ის ჩამოდის იმიტომ, რომ პრეზიდენტობის მსურველები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, რუსეთმა კიდევ ერთი უზარმაზარი ბაზა გააჩინა ამიერკავკასიაში. მეორე არის, ბელორუსიის პრობლემები, მესამე ყარაბაღის პრობლემები - ამ ინტერესებიდან გათვალისწინებით ჩამოდის, რა თქმა უნდა, მისი მოკავშირე საქართველოა და ამ საკითხებში ერთ-ერთი საქართველოც იქნება," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ. 

დღის ამბები