29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
კარგად წაიკითხონ აშშ-ს საელჩოს განცხადება - დავით ზალკალიანი პომპეოს ვიზიტზე ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არასერიოზულია პოლიტიკური ოპონენტების შეფასება, თითქოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში "ქართული ოცნების" გასაკრიტიკებლად ჩამოდის.

ზალკალიანი ოპოზიციას მოუწოდებს, აშშ-ს ელჩის განცხადებებს გაეცნონ და პოლიტიკურ პროცესებს დროულად დაუბრუნდნენ.

"არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე ოპონენტებს სერიოზული პასუხი გავცე, რადგან ეს არის არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის.

ოპონენტებმა ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც გაჟღერდა უკვე, ძალიან კარგად იციან მათ, აშშ-ს პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გაკეთდა უკვე. აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფოს მდივნისგან?! ელჩი აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არის მთავარი გზავნილი და უმჯობესია, ისინი დროულად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები