29 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი, თუ უბედური შემთხვევა - გამოძიება ცესკოს თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს

პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი, თუ უბედური შემთხვევა, - გამოძიება ცესკოს თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს. ერთ-ერთი ვერსიით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ემუქრებოდნენ, მანამდე კი გარიგების სანაცვლოდ, 50 ათასს დოლარს სთავაზობდნენ, - დეტალებზე გარდაცვლილის ახლობელმა მედიას და გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია.

ვიდრე სამართალდამცველები ოფიციალურ ბრალდებულს დაასახელებენ, უკვე გაისმა პოლიტიკური ბრალდებები მმართველი გუნდის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით. ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში ოპონენტების მიერ განხორციელებული ზეწოლის კვალს ხედავენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელის შანტაჟში ბრალი "ნაციონალურ მოძრაობას" დასდეს. ოცნებაში სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ოცნების" ბრალდებებს დღეს ტრაგედიით მანიპულირება უწოდეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში საოლქო კომისიის წევრზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავენ და ოპონენტებს მიზანმიმართული დისკრედიტირების მცდელობაში სდებენ ბრალს. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას იზიარებენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.

დღის ამბები