ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილი ხდება - განახლებული შედეგებით, ჯო ბაიდენი შტატების ახალი პრეზიდენტი გახდა. საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან 270-ზე მეტი ხმა დემოკრატების კანდიდატმა მოიპოვა.
წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი სიტყვა პენსილვანიას ეკუთვნის. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს, სწორედ ეს 20 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი იმისათვის, რომ შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამხდარიყო.
დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ გამარჯვებული ის არის და ხმების უმეტესობა გააყალბეს. ტრამპი დანებებას არ აპირებს და სარჩელების შეტანას განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპის ადვოკატმა და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა რუდი ჯულიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მათთვის განსაკუთრებით დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები.
"ჩვენი დიდ სკეპტიციზმს აჩენს ხმის ფოსტით მიცემა. ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა. რესპუბლიკელებს არ ჰქონდათ წვდომა დაჰკვირვებოდნენ პროცესს, ასევე გაეკონტროლებინათ ფოსტით ხმის მიცემა. ეს არის თაღლითობა ფოსტის საშუალებით, რაც აღმაშფოთებელია. იყო უამრავი დარღვევა, რომლის დამტკიცება არა მხოლოდ პატარა, არამედ სერიოზული და დიდი ფაქტებით შეგვიძლია," - ამბობს დონალდ ტრამპის ადვოკატი.
თუმცა შეერთებული შტატების ფედერალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.