29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ახალი შეზღუდვები 7 დიდ ქალაქში - რეგულაციებს, რომელიც აქციის მეორე დღიდან უნდა ამოქმედდეს, ოპოზიცია პროტესტის წინააღმდეგ მიმართულად აფასებს

პანდემიის, თუ პროტესტის ტალღის შეჩერების მცდელობა - ოპოზიციის საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, მთავრობამ უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება დააანონსა. წერტილოვან შეზღუდვებს უპასუხა ოპოზიციამ და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პანდემიას პოლიტიკური პროტესტის ჩასახშობად იყენებს.

ბრალდებების საპასუხოდ, მმართველ გუნდში განმარტეს, რომ აკრძალვები ორშაბათიდან მოქმედებს, შესაბამისად, კვირას, ოპოზიცია შეკრებას თავისუფლად შეძლებს. 

ორშაბათიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება, ყველა ის პირი ვინც თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში, საღამოს 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილდება, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქალაქებში დროებით ჩერდება სააღმზრდელო პროცესი კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებში. ასევე ორშაბათიდან მგზავრთა რაოდენობა შემცირდება მუნიციპალურ ტრანსპორტში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ამით არ სრულდება. დამატებითი რეგულაციები ქვეყანაში ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი შეზღუდვები ძალაში 9 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან შევა, თითქმის ყველა დიდი ქალაქში მოქალაქეებს დილის 5 საათამდე სახლიდან გასვლა აღარ შეეძლებათ. 

დღის ამბები