სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე სუს-ში დღეს კიდევ 6 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, და მზად არინ ყველა კითხვას მოსამართლის წინაშე უპასუხონ.
როგორც დაკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, ის და მისი თანამოაზრეები ვეტერანები არიან, არჩევნებზე დამკვირვებლები იყვნენ, მანამდე კი მათ ოპოზიციისადმი პოლიტიკური სიმპათიის შესახებ ღიად განაცხადეს და ამის შესაბამისი ვიდეოკადრებიც არსებობს. შესაბამისად ის ფიქრობს, რომ სუს-ში დაიბარებენ ყველა იმ პირს, რომელიც ამ კადრებში ჩანს, მისი თქმით, ეს მათზე ზეწოლასა და დაშინებას ემსახურება.