29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
თედორე გობეჯიშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული - შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, უკვე გადასვენებულია სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში. ახლობლების განცხადებით, მას გულთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა და მათთვის გაუგებარია რამ გამოიწვია 43 წლის მამაკაცის მოულოდნელად გარდაცვალება.

"ექსპერტიზა დაადგენს ალბათ მიზეზს, დღეს დილით მოვიდა სახლში, მძინარემ ვერ გაიღვიძა, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, უკონფლიქტო ადამიანი იყო. საფუძველი არ გვაქვს მაგის თქმის, რომ პრობლემები ჰქონდა. სამსახურს რასაც ხედავთ ქაოსი და დაძაბულობაა.ბევრი რამე შეიძლება მიზეზი იყოს,"- აცხადებს თედორე გობეჯიძვილის ახლობელი.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები