29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"რასაც "ქართული ოცნების" მონები კადრულობენ სცდება ყოველგვარ ზღვარს" - ხატია დეკანოიძე 

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია", ხატია დეკანოიძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან "ქართული ოცნების" მიერ, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ამორალური საქციელი უწოდა.  

ხატია დეკანოიძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. 

"არ ვაპირებდით საუბარს, ვინაიდან, საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მარგამ დღეს, "ქართული ოცნების" ყველაზე უფრო და კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა, პოლიტიკური მანიპულაციები მოახდინონ ადამიანის სიცოცხლით, გადაგვაწყვეტინა, რომ აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო "ქართული ოცნების", კობახიძის ადიუტანტების, 1500 ლარიანი ექსპერტების და ყველა იმ ამორალური ადამიანის განცხადებებს, ვინც ახლა ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის რაც იკადრეს და რასაც კადრულობენ "ქართული ოცნების" კობახიძის და ივანიშვილის მონები და მსახურები, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს, არის ფსკერზე უფრო ქვემოთ, ვინაიდან, დღეს გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, უამრავი კომისიის წევრზე ზეწოლის შემდეგ, უამრავი ჩვეულებრივი მოქალაქის ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ყოფნით იმის თავხედობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ.

მე მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", თითოეულ ადამიანს, რომელიც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ჯამბაზების სახელით, რა გჭირთ ხალხო? ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები