29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ" - ზურაბ ჯაფარიძე უგრეხელიძის ინიციატივაზე

მინდია უგრეხელიძის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება.

"ღამის კურიერის" ეთერში ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს,რომ  როდესაც ამომრჩეველი ერთ კონკრეტულ პარტიას აძლევს ხმას და აღნიშნული ხმებით პარლამენტში მეორე პარტია შედის, ხალხის არჩევანს აბუჩად იგდებს.

"სასაცილოა, ახლა რას გვეუბნებიან, რომ "გირჩი" შევიდეს პარლამენტში და წაიღოს "ნაციონალური მოძრაობის" მანდატები? რა წარმოდგენა უნდა გქონდეს "გირჩზე", რანაირი ჩათლახები უნდა ვიყოთ, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ? თავი დავანებოთ ამას, რა წარმოდგენა აქვს ხალხზე, რომ ამომრჩევლები, ამდენი ადამიანი, ასობით ათასი ადამიანი წავიდა მხარი დაუჭირა ერთ პარტიას და მეორე პარტია შედის და ისეთი ჩათლახები არიან, რომ ფეხებზე ჰკიდიათ იმ ხალხის არჩევანი, იმათ მანდატებს იღებენ და აგრძელებენ ცხოვრებას? სასაცილოა აბა რა არის?!" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მინდია უგრეხელიძის ინიციატივაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილებას გულისხმობს.

დღის ამბები