29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ასეთი უტიფრობა, უნამუსობა და თავხედობა უბრალოდ წარმოუდგენელია - გიორგი ბარამიძე მინდია უგრეხელიძის ინიციატივაზე

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მინდია უგრეხელიძის ინიციატივას, რომელშიც საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების გადანაწილებაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლა არ უნდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერში" ეხმაურება და მინდია უგრეხელიძის ინიციატივას ბოდვას უწოდებს.

გიორგი ბარამიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნავს, რომ მინდია უგრეხელიძე ცდილობს ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნოს და მსგავსი განცხადებით სხვა პარტიებსაც შეურაცხყოფას აყენებს.

"ასეთი სამარცხვინო, ადამიანი რომ ასე დაეცემა, რომ ცდილობს, რომ ყური რაღაცნაირად ისე მოაბას, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნოს. ვიცნობ ბატონ მინდიას, ჯერ კიდევ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ის პრორექტორი იყო. ბატონო მინდია როგორ არ გრცხვენიათ, ამ დონეზე როგორ უნდა დაეცეთ, რომ ასეთი სისულელეები ილაპარაკოთ? რისთვის? იმიტომ, რომ პრინციპში ასე თუ ისე, რაღაცა კვალიფიკაცია გაქვთ და არ არსებობს, რომ ვერ ხვდებოდეთ, რომ სისულელეს ლაპარაკობთ. ძალიან დიდი სირცხვილია ბატონო მინდია. მთელს თქვენს საქმიანობას, როგორც იურისტს, მოქალაქეზე აღარ ვლაპარაკობ, ხაზი გადაუსვით.

მთელ ოპოზიციას ახლა განვიხილავთ როგორც გამარჯვებულ ოპოზიციას და არ ვყოფ ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" მიუხედავად იმისა, რომ ჩენ ვთქვათ გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე სხვა პარტიებს. გამარჯვებული ერთიანი სუბიექტს ასე პირდაპირ ანაწევრებს და ეუბნება, რომ აი თქვენ გადაგინაწილებთ და კიდევ შეურაცხყოფას აყენებს. ერთი რომ სამართლებრივი აბსურდია და ამათ, დანარჩენებს შეურაცხყოფას აყენებს, რომ აი თქვენ შემოდით და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ მიიღო რაღაცა ხმები, რაც დაუწერეთ - აი იმას თქვენ გადაგინაწილებთ. ასეთი უტიფრობა, უნამუსობა და თავხედობა უბრალოდ წარმოუდგენელია. კობახიძეს რომ ეთქვა ეს, შეიძლება ნაკლებად გამიკვირდებოდა, მაგრამ ბატონი მინდია უგრეხელიძისგან ეს ნამდვილად გამიკვირდა იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ ეს სრული ბოდვაა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები