29 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ამ ოქმს 12-ივე წევრმა მოაწერა ხელი, ძალიან რთულია, რომ რომელიმე წევრს დავადო ხელი - თამარ ჟვანია ბათუმის ოლქზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია "ღამის კურიერის" ეთერში ბათუმის მე-19 საარჩევნო ოლქის ოქმზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 12-მა წევრმა მოაწერა ამ ოქმს ხელი.

"ეს ოქმი, რომელიც სულ ტრიალებს დღესაც გაყალბებული ოქმის სტატუსით. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს უკვე დაზუსტებული და დადგენილია განკარგულებით- აღარ არსებობს ეს ოქმი, როგორც ვალიდური ის უკვე გადათვლილია.

​ეს იყო შეცდომა, მაგრამ სწორედ იმიტომ არსებობს საოლქო საარჩევნო კომისიები და სამართლებლივი პროცესები, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიარონ და სწორედ ეს იყო რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე ოლქმა გადათვალა ეს უბანი და იმდენად წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომ არ ვიცი.

ამ ოქმს 12-ივე წევრმა მოაწერა ხელი, ძალიან რთულია, რომ რომელიმე წევრს დავადო ხელი, თითქოს მან ვინმეს დავალებით მოაწერა ხელი, მითუმეტეს, რომ 12-ივე ადამიანი აწერს ხელს და 12-ივე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრებიც იქ არიან. ეს იყო უბრალოდ ადამიანური შეცდომა.

აქ მოხდა ის, რომ ოთხივე შემაჯამებელი ოქმის შედეგები შეკრიბა უბანმა და ერთად ჩაწერა,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები