29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
იმ ორგანიზაციების საჩივრები იქნა განხილული, რომლებმაც სწორი, სამართლებრივი გზა გაიარეს - თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები იქნა განხილული,  რომლებმაც სწორი, სამართლებრივი გზა გაიარეს. თამარ ჟვანია ამბობს, რომ ამ ორგანიზაციების საჩივრები არამხოლოდ გადათვლის მოთხოვნის ნაწილში, არამედ დისციპლინარული და პასუხისმგებლობების ნაწილში იქნა განხილული და მიღებული. 

"ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული. უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია, რაც კი შემოსულია ჩვენთან საოლქო საარჩევნო კომისიებში, 14 მაჟორიტარულ ოლქში, პრეცედენტულად, ასეთი რაოდენობის უბნები არც ერთ არჩევნებზე არ გადათვლილა. უკვე 19 უბანი იქნა გადათვლილი და სწორედ იმ ნაწილებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები იყო, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ერთი ხმით მეტობა-ნაკლებობაზე, საუბარია, როდესაც უფრო მეტ ხმას ეხებოდა ე.წ. დისბალანსი და ეს გადაწყვეტილებები მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა, გადათვალეს და რაც მთავარია, ცალკეული გამონაკლისების გარდა, შედეგს შეხება არ ჰქონია, იყო, რა თქმა უნდა, ისეთებიც, რომელიც გამონაკლისის სახით დაზუსტდა და რა თქმა უნდა, იყო შემთხვევა, როცა შეიცვალა. ამ შემთხვევაში, მარნეულის უბანს ვგულისხმობ, მაგრამ სწორედ იმ ორგანიზაციების საჩივრები იქნა განხილული, რომლებმაც სწორი, სამართლებრივი გზა გაიარეს. ეს არის სამართლიანი არჩევნები, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, ეს არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მათი ძალიან ბევრი საჩივარი, არა მხოლოდ გადათვლის მოთხოვნის ნაწილში, არამედ დისციპლინარული და პასუხისმგებლობების ნაწილში იქნა განხილული და მიღებული. რაც შეეხება იმ საჩივრებს, რომელიც სამართლებრივი წესის დარღვევით იქნა შეტანილი, ამ შემთხვევაში, ეს საჩივრები კანონის საფუძველზე ვერ განიხილებოდა, იმიტომ რომ ეს გახლდათ სამართლებრივად არასწორად დადგენილი, სამართლებრივი წესით დარღვეული საჩივრები,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.  

დღის ამბები