29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
დღეს ძალიან დიდ ნაწილს ქვეყანაში კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს 423 ფატალური შემთხვევის მიუხედავად, კორონავირუსული ინფექციის არსებობის არ სჯერა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინების საჭირო რაოდენობა არსებობს და მოუწოდებს მოსახლეობას, ვისაც სახელმწიფოსგან უფასო ვაქცინა ეკუთვნის - აიცრან.

"დღეს ძალიან დიდ ნაწილს ქვეყანაში კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს, როცა საქართველოში ამით 423 ადამიანი დაიღუპა, როცა მსოფლიოში 1 200 000 ადამიანი დაიღუპა და თუ არ დავიჯერებთ, თუ არ გავითავისებთ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მით უმეტეს მძიმე იქნება გვიანი შემოდგომა და ზამთარი, ორი ინფექცია - გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის შეიძლება კიდევ უფრო ბევრი შემთხვევები იყოს ქვეყანაში. მე მოვუწოდებ დღეს ადამიანებს, რომ საკმარისია რაოდენობა ვაქცინების ქვეყანაში, ვისაც ეკუთვნის სახელმწიფოს მიერ უფასო ვაქცინა - აიცერით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები