29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში დაგეგმილი აქცია გააუქმა - მიზეზად პარტიამ შესაძლო პროვოკაციები დაასახელა

"პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში დაგეგმილი აქცია გააუქმა. მიზეზად პარტიამ შესაძლო პროვოკაციები დაასახელა. სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ტელეფონზე მიღებული ხმოვანი შეტყობინება წარმოადგინა, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი ამბობს, რომ არის გროზნოდან და ინაშვილს ეკითხება, როგორ ჩაიარა არჩევნებმა.

"არავითარი მსგავსი ურთიერთობა არარსებულ, ჩემთვის უცნობ ვინმე საიდ ახმედთან არ შეიძლება მქონდეს, რომ ასეთი მეგობრული ტონით მირეკავდეს და მიაქციეთ ყურადღება - ის ინტერესდება არჩევნებით, როგორ ჩაიარა აქ არჩევნებმა და რაიმე ტიპის არეულობა ხომ არ არის ქვეყანაში. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პროვოკაცია," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები