ვლადიმერ პუტინი ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო თანამდებობას დატოვებს - ინფორმაციას "დეილი მეილი" და "სანი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, დამკვირვებლებმა შეისწავლეს პუტინის ბოლოდროინდელი კადრები, სადაც ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ კი, პარკინსონის დაავადება ჰქონდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ცნობას სრული სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს.