29 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"125 ინფიცირებულიდან 1 იღუპება" - პაატა იმნაძის თქმით, ნიღბისა და დისტანციის გარდა კორონავირუსს ვერაფერი შეაჩერებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ დაავადებულების მატება გარდაცვალების შემთხვევის ზრდასაც გამოიწვევს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ყველგან ატარონ პირბადე. სხვა შემთვევაში, იმნაძის თქმით, "კორონას არაფერი გააჩერებს".

NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არცერთი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, არ არის მიმართული პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვისკენ.

"დღეს 125 ინფიცირებულიდან 1 იღუპება. რამდენი 125-ით მეტი იქნება, იმდენი მეტი დაიღუპება.

ჩემი საქმე არის, ერთნაირი რეკომენდაცია ყველას. ეკლესიას რომ ვაძლევდი, ეკლესიამ დაიცვა, სხვათაშორის და ძალიან კარგად მოიქცნენ. ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც. ჩემთვის სულ ერთია, სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია წესები დაიცვან.

სამწუხაროდ, როდესაც ათიათასობით ადამიანი დაავადდება, ვიღაცა ბინაზეც დაიღუპება, ამიტომ არ გვინდა ათეულობით ათასი ავადმყოფი ერთად," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები