29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას და პოლიტიკურ პარტიებს ვირუსის პრევენციის მიზნით, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

"მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის დღეს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო. ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად. არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი პირადი ემოციები და ინტერესები და არ გავავრცელოთ ქვეყანაში, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ქათული ოცნების ხელისუფლებას მზადყოფნა არაერთხელ გამოუთქვამს:

"მე ამ შეთავაზებას ვერ გავაკეთებ მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რომლისთვისაც ქართული ოცნების ხელისუფლება არაერთხელ გამოთქვამდა მზაობას და ახლაც დარწმუნებული ვარ ეს პროცესი შესაბამისად იმართება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ იქნება დესტრუქციული თავის ნაბიჯებში,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები