29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან ვითარება კვლავ დაძაბულია - აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 

აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ისინი გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს.

საოლქო კომისიასთან შეკრებილები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.

დღის ამბები