29 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ჯანმო: ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 22%-ით, ამ ინფექციით სიკვდილიანობა კი 43%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, რის მიხედვითაც, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დროისთვის საფრანგეთში, იტალიასა და დიდი ბრიტანეთში ფიქსირდება, შეგახსენებთ, რომ სამივე ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უკვე მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნებს, დროულად უზრუნველყონ ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა, რათა არ მოხდეს პანდემიის უკონტროლოდ გავრცელება... ამ დროისთვის მსოფლიოში 49 მილიონი კოვიდ-19-ის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მილიონ 200 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 90 000 ინფიცირებული ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

დღის ამბები