29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე - ივანე მაჭავარიანი   

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას იმ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა და რადიკალიზმი ნეგატიურ შედეგებს იძლევა. 

ასევე, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ წესების დაცვა, კონსტიტუციის ჩარჩოში პროტესტის გამოხატვა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისიწინება, დადებით დინამიკაში გამოისახება.  

"ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, არანაირი ობიექტური პირობა იმის, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია.

ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ, ხელს უწყობს, როგორც ხედავთ, ეს არ არის რთული მისახვედრი, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობ, რომ გამოხატვის უფლება შეიზღუდოს, ან თავიანთი პროტესტი ვინმემ არ დააფიქსიროს. არ არის რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღის ამბები