29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კორონავირუსმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

გასული დღე ღამის განმავლობაში "კოვიდ-19-ის" პანდემიამ მსოფლიოში 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლინდა 600 000-მდე ახალი ინფიცირების შემთხვევა.

ინგლისში საყოველთაო კარანტინი დაწესდა, რომელიც ძალაში მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში დარჩება. შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არა აუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

მძიმეა ვითარება საფრანგეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 400 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება ესპანეთშიც. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 623 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოჰყვება ინდოეთი და ბრაზილია.

დღის ამბები