29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
აქციაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი კაპანაძეა

სამართალდამცველებმა აქციაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი კაპანაძეა.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, საპატრულო პოლიციაში ამ დრომდე შვიდი დაკავებული აქტივისტი რჩება, რომლებსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღის ამბები