შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული.
როგორც "რუსთავი 2-ს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
უწყების ინფორმაციით, დღეს თბილისში აქციებზე, ჯამში 9 პირია დაკავებული.
მათგან სამი სამართალდამცავებმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს.