29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ისნის საოლქო კომისიასთან სიტუაცია კვლავ დაიძაბა - დაპირისპირება "ნაცმოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის მისვლას მოჰყვა

ამ წუთებში ისნის მე-5 საოლქო კომისიასთან ვითარება დაძაბულია. პოლიციელები სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ.

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საოლქო კომისიის ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე მივიდა. მან საოლქო კომისიის შენობაში სცადა შესვლა, რისი საშუალებაც არ მისცეს. 

დაპირისპირების დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

დღის ამბები