29 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
მსოფლიო აშშ-ის არჩევნების შედეგების მოლოდინშია - ანგარიში უკვე 12 საათია გაყინულია

მსოფლიო ამ წუთებშიც შეერთებული შტატების არჩევნების შედეგების მოლოდინშია - ანგარიში უკვე 12 საათია გაყინულია.

ტრამპი თუ ბაიდენი - დაკარგავენ თუ არა რესპუბლიკელები არიზონის მსგავსად ჯორჯიას? სხვაობა მინიმალურია, იმის გათვალისწინებით, რომ შტატების უმეტესობა, სადაც ხმის დათვლის პროცესი შეჩერებულია, როგორც წესი, ხმას რესპუბლიკელებს აძლევს.

გამარჯვებისთვის ტრამპმა არ უნდა დაკარგოს ის ხმები, რომლებიც 2016 წელს ერთხელ უკვე მოგებული აქვს.
მოქმედმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ დღეს დილით განაცხადა, რომ მან გამარჯვება მოიპოვა და ახლა ამ გამარჯვების მოპარვას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ კი უკვე დემოკრატიულ პარტიაში გაკეთდა განცხადება არჩევნებში გამარჯვების შესახებ. ჯო ბაიდენის შტაბი აცხადებს, რომ ისინი არჩევნების შედეგებს დაიცავენ. 

არჩევნები დანის პირზე - ასე აფასებს ამერიკული მედია 2020 წლის ნოემბრის არჩევნებს. ამ დრომდე უცნობია პენსილვანიის, მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატების შედეგები. ამ შტატების ხმები სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდება. პირველადი მონაცემებით კი, 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის უმრავლესობა, მცირე გასხვავებით, მხარს ჯო ბაიდენს უჭერს.

ბოლო ინფორმაციით, დემოკრატების კანდიდატს 238 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს კი 213. 46-ე პრეზიდენტი გახდება ის, ვინც მინიმუმ 270 ხმას მიიღებს.

დღის ამბები