29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"დაკავებულია ჩვენი თანაპარტიელი შალვა კარელიძე" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების შედეგად მისი თანაპარტიელი შალვა კარელიძე დააკავეს.

მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში არც მისი წარმომადგენელი შეუშვეს და არც თავად ის. 

"დაკავებულია ჩვენი თანაპარტიელი შალვა კარელიძე. მისი ოჯახის წევრები მინდა დავამშვიდო, კონტაქტი გვაქვს მასთან, ეზოში ჰყავთ, უბრალოდ, მანქანაში ზის და არაფერი მას არ ჭირს.

ჩვენ ვიყავით საბურთალოს საოლქო კომისიასთან. კომისიამ ისე დაიწყო საჩივრების განხილვა, რომ მათ შორის ჩვენ საჩივრებზე, არც ჩვენს წარმომადგენელს დაურეკა, არც შტაბს და არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში. მივედი და თავიდან ძალიან მშვიდად ვთხოვდი პოლიციელებს, ვისაც კორდონი ჰქონდათ გაკეთებული, რომ კანდიდატი ვიყავი და საკუთარი ხმების დაცვა მინდოდა. მითხრეს, რომ ვერ მცნობდნენ და ჩემს იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ. პასუხად მივიღეთ ცინიზმი და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა.

თავიდან დავიწყე წარმომადგენლით, შემდეგ კი ვუთხარი, რომ შემიშვით. თავის თავზე თუ ირგებენ კანონებს, ეგრე სად არის. შედეგად მივიღეთ ჯაჯგური და შეხლა-შემოხლა და ამ ჯაჯგურში დააკავეს შაკო, რომელსაც წინააღმდეგობაც არ გაუწევია,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები