29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის ერთ-ერთი შენობის შუშა ჩატყდა

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების დაპირისპირების დროს შუშა ჩატყდა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა საგნები ისროლეს შენობის მიმართულებით. 

"კურიერის" ინფორმაციით, მცირე დაზიანება მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჯერჯერობით, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ, თუმცა პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს. 

დღის ამბები