29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის შენობასთან ვითარება დაიძაბა - ოპოზიციამ სირცხვილის კორიდორი მოაწყო

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის შენობასთან ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არასამთავრობოებმა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა 79-ე ოლქის შენობასთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ ოლქში გაყალბდა ბათუმელების არჩევანი.

დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი ცუდად გახდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ამ წუთებში, ბათუმის 79-ე ოლქში საბოლოო შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.

დღის ამბები