29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
მმართველი პარტიის განცხადებები და იმედი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა - ეუთო/ოდირი ამჯერად "ქართულ ოცნებას" შეხვდა

ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა მეორე მხარის პოზიციაც მოისმინა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისთვის კვლავაც დახურული შეხვედრიდან "ქართულმა ოცნებამ" 2 საკითხი გამოიტანა: ერთი, რომ მისია პირველადი შეფასების ერთგული რჩება და მეორე, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა შეხვედრაზე საერთო პოზიციად ჩამოყალიბდა.

თავად ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია თბილისში რამდენიმე კვირა კვლავ გაჩერდება, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი მათ გეგმებში არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება აღარ შედის, რადგან "კოვიდ 19-ის" გამო შეზღუდული რესურსები მისიამ ახლა სხვა სახელმწიფოებში უნდა გამოიყენოს.

დღის ამბები