29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა ცესკოსთან მოლაპარაკება და ოქმების ჩასწორება - ოპოზიცია "გირჩის" ინიციატივას მხარს არ უჭერს

პარტია "გირჩი" პოლიტიკურ სპექტრს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ თუკი ცესკო ოქმებს, სადაც დისბალანსია, სამართლიანად ჩაასწორებს, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ექნება. 

დანარჩენი ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, რომ ოქმების მასობრივი ფალსიფიცირების ხარისხი იმდენად მაღალია, მათი შესწორება შეუძლებელია, ამიტომ გამოსავალი ერთადერთია - ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

"ქართული ოცნების" ლიდერებს კი მიაჩნიათ, რომ გამოვლენილი დარღვევები ერთეულია და არსებითად ვერ ცვლის არჩევნების შედეგებს.

საპარლამენტო არჩევნებიდან 4 დღის შემდეგაც ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ლიდერებმა ერთობლივი გადაწყვეტილება დოკუმენტურად გუშინ უკვე გააფორმეს.

დღის ამბები