29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ემზადება თუ არა ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის - ოპოზიცია მობილიზაციას კვირის აქციას უკავშირებს

განცხადება ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა პირველად "ღამის კურიერში" გააკეთა. ირაკლი კობახიძემ რეგიონებთან ერთად თბილისის ის საარჩევნო ოლქებიც დაასახელა, რომლებშიც, მისი ინფორმაციით, ოპოზიციას საარჩევნოდ მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

შტაბებში მობილიზებას ადასტურებს ოპოზიცია, თუმცა ამბობს, რომ ეს კვირას დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 3 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

 

დღის ამბები