29 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება

თბილისის მერის განცხადებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ბევრი მსჯელობა იყო უწყებათაშორის საბჭოზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სწავლის პროცესი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბაღის აღსაზრდელების პროდუქტებით უზრუნველყოფა წინა თვეების მსგავსად გაგრძელდება და ამ პროცესის ორგანიზება მან თავის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა.

დღის ამბები