29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
თბილისთან ერთად რეგიონების დიდ ქალაქებში საჯარო და კერძო სკოლები დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა

ახალი შეზღუდვებისთვის თბილისთან ერთად მზად არიან რეგიონებშიც. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან მოხდეს ახალი რეგულაციების შესრულება მოქალაქეების მხრიდან, რისთვისაც მზად არიან, იმ უწყებებს, რომელთაც ახალი წესების გატარების ვალდებულება ეკისრებათ, მხარდაჭერა აღმოუჩინონ. 

"ზუგდიდში 12 საჯარო და 5 კერძო სკოლა დღეიდან გადადის სრულად დისტანციურ რეჟიმზე, რაც შეეხება სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების სკოლებს, ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას, კლასებში დასწრებით. 22:00 საათიდან უკვე აიკრძალება რესტორნების მუშაობა ქალაქის მასშტაბით, ასევე ღია სივრცეშიც აუცილებელი გახდება პირბადეების ტარება," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.  

დღის ამბები