29 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ირმა ინაშვილი პარლამენტში შესვლას გამორიცხავს

კითხვაზე, თუ არ შესრულდება ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები, გამორიცხავს თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" შესვლას,  პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი "ღამის კურიერში"ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას  ყველანაირ ვითარებაში გამორიცხავს.

ინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მარტო საჯარო და ბეჭდური განცხადებები საკმარისი არ არის. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის მივიდეს ცესკოში და სიები გააუქმოს.

"მე ამ ვითარებაშიც და იმ ვითარებაშიც გამოვრიცხავ შესვლას. ახლა საჭიროა უკვე არა მარტო საჯარო განცხადებები და ბეჭდური სახით განცხადება, რაც შევადგინეთ და გავავრცელეთ, ეს არ არის უკვე ამ ეტაპზე საკმარისი. ახლა უნდა დაიწყოს ამისი ტექნიკური აღსრულება, უკვე სიების გაუქმების საკითხი უნდა დადგეს და ჩვენი პარტია, მაგალითად, მზად არის, რომ მივიდეთ ცესკოში და გავაუქმოთ სიები, როცა მოვა ამისი დრო. ეს ყველა სხვა პარტიამ უნდა აღიაროს, რომელიც აღიარებს, რომ გაყალბდა ქვეყანაში არჩევნები," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები