29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
რეაგირება დარღვევებზე და დაცული ფუნდამენტური უფლებები - საერთაშორისო პარტნიორები ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალს და კონკურენტუნარიანს უწოდებენ

საპარლამენტო არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურია. პარტნიორი სახელმწიფოების უმეტესობა 31 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანს და თავისუფალს უწოდებს.

ამ პოზიციას იზიარებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე. კეილ ბრაუნის თქმით, კენჭისყრის დროს ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, თუმცა დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. 

ჩატარებულ არჩევნებს ქართველების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გამოხატულ ერთგულებად აფასებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ის ეუთო-ოდირის პოზიციას იზიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებისადმი ნდობის გასამტკიცებლად, დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტაა საჭირო. 

ეუთო/ოდირის შეფასებებს იზიარებს ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი. საგარეო უწყებები სამთავრობო გუნდს წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანად განხილვის და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები