29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ტერაქტი ვენაში - სამართალდამცველებმა 9 სპეცოპერაცია ჩაატარეს და 14 პირის აყვანა შეძლეს

ვენის ტერაქტს ბოლო მონაცემებით, 5 გარდაცვლილი და 22 დაშავებული ჰყავს. თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მოხდა - ქვეყნაში ე.წ ლოკდაუნის ამოქმედებიდან ერთი დღით ადრე, როცა ქუჩებში ხალხმრავლობა იყო.

ტერორისტმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის, ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.

პოლიციამ თვადამსხმელის განეიტრალება შეძლო, ის ალბანური წარმოშობის 20 წლის მამაკაცია, რომელიც ვენაში იყო დაბადებული.

მთელი დღის განმავლობაში ავსტრიელმა სამართალდამცველებმა 9 სპეცოპერაცია ჩაატარეს და ტერაქტთან დაკავშირებული 14 პირის აყვანა შეძლეს. ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციების სერია გრძელდება.

ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები