29 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
აშშ-ში არჩევნები დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს - ქვეყანა საპროტესტო მუხტის გაზრდის მოლოდინშია

ამერიკელები საკუთარ არჩევანს დაძაბულ გარემოში აკეთებენ. ქვეყანა საპროტესტო მუხტის გაზრდის მოლოდინშია.

უძრავი ქონების მფლობელები პრევენციის მიზნით, მაღაზიებისა და სხვა ობიექტების წინ სპეციალურ დამცავ კედლებს და ღობეებს ამონტაჟებენ. საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ მასობრივი ძალადობას არ გამორიცხავენ.

ადგილობრივი მედიისა და ექსპერტების შეფასებით, დაძაბული იყო წინასაარჩვენო კამპანიაც. არაერთხელ ჰქონდა ადგილი შეტაკებას კანდიდატების მომხრეებს შორის. დაძაბულობა არ იკლებს ქვეყანაში არც არჩევნების დღეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ შტატში კენჭისყრის დღის შემდეგ ვითარების გაუარესებასაც არ გამორიცხავენ.

მიჩიგანსა და პენსილვანიაში იარაღის შეძენის სტატისტიკაც გაიზარდა. ძალადობის პრევენციის მიზნით, ზოგიერთ შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზება გახდა საჭირო.

დღის ამბები