29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად, ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე - საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია.

 

 
 
 
დღის ამბები