29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ნიკა მელიას სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკა მელიას გირაოს სახით 70 000 ლარი შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა - მას საზღვრის კვეთაზე საგამოძიებო ორგანოსგან თანხმობა დასჭირდება.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

 

დღის ამბები