29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ოპოზიციის უფლებები ამხელა არასდროს, არცერთი წინა მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და სრულად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში.

"ოპოზიციის უფლებები ამხელა არ ყოფილა არასდროს, არცერთი წინა მოწვევის პარლამენტში. ოპოზიციის მანდატი, მით უმეტეს, საარჩევნო სისტემის შეცვლის ფონზე, ოპოზიციური დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა პარლამენტში და ამას დამატებული ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა მოწვევის პარლამენტში, პირადად მე ვმუშაობდი საქართველოს  რეგლმენტზე და ჩემი დაწერილია ეს დოკუმენტი და შიგნით არის უამრავი ბერკეტი იმისთვის თუ როგორ უნდა განახორციელოს ოპოზიციამ ზედამხედველობა, კონტროლი, შებოჭვა და ბალანსი მმართველი გუნდის და აღმასრულებელი ხელისუფლების. 

პარტიების რაოდენობრივადაც და მანდატების რაოდენობის კუთხითაც, ოპოზიცია, ვინც არ უნდა იყოს, ის იქნება ძალიან ძლიერი. მთავარია, ჩვენი მოსახლეობის ნება ზუსტად იყოს ასახული კონფიგურაციაში, რომელიც პარლამენტში დაჯდება და შემდგომ ოპოზიცია, ვინც არ უნდა აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, შევიდეს პარლამენტში და სრულად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში,"- პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შევა,  ჩათვალეთ, რომ არ ექნება ლეგიტიმაცია. 

თუ ხელისუფლებას ამის იმედი აქვს, რომ კომფორტი ექნება, ნუ ექნება ამის იმედი. თუ ისე წავიდა პროცესები, რომ მარტო აღმოჩნდა პარლამენტში, ასეთი პარლამენტი და ასეთი ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ წინ გველის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ეპიდვითარების დამძიმება სერიოზულად, ამ პირობებში მმართველობის შენარჩუნება იქნება ძალიან ძნელი. მე არ მინდა, რომ ეს სცენარი ვნახო, რადგან ეს სცენარი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცხელ თავებს გაიგრილებენ ადამიანები და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შევა,  ჩათვალეთ, რომ არ ექნება ლეგიტიმაცია. ძალიან გაუჭირდება ასეთ პარლამენტს როგორც ქვეყნის მართვა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ამიტომ, ხელისუფლებასაც ვურჩევ გონს მოეგოს, რაც დაშავდა, ის უნდა გამოსწორდეს და ჩაწყნარდეს ეს კრიზისი,"-განაცხადა "დღის კურიერში" თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები