29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტში შესულ მცირე პარტიებს აქვთ შანსი 2024 წლამდე თავიანთი მხარდაჭერა გაზარდონ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ 2024 წლამდე მცირე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში ახლა დაბალი ბარიერის გამო შევიდნენ, აქვთ იმის შანსი, რომ გამსხვილდნენ და თავიანთი მხარდაჭერა გაზარდონ. 

მისივე განმარტებით, 2024 წელს 5%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიები პარლამენტში შესვლას ვერ მოახერხებენ.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დასრულდება ეს ყველაფერი ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება შემდგარი პარლამენტი და სრულფასოვნად იფუნქციონირებს ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის.

2024 წლამდე აქვთ იმ მცირე პარტიებს, რომლებიც ახლა შევიდნენ დაბალი ბარიერის გამო შანსი, რომ გამსხვილდნენ და ცოტა გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა. 2024 წელს იქნება 5%-იანი ბარიერი და თან არ იქნება ბლოკები, ბლოკები არ იქნება დაშვებული, შესაბამისად, მცირე, 5%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიები უბრალოდ ვერ აღმოჩნდებიან პოლიტიკურ პროცესში პარლამენტს შიგნით, ამიტომ, ესეც არის ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს საპარლამენტო მანდატი გამოიყენონ იმისთვის, რომ გაზარდონ თავიანთი რეიტინგი 5%-ს მიღმა," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები