29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ეს ყველაფერი გააუქმეს, ანუ პასპორტსაც კი მიბრუნებენ, ე.ი. ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ნიკა მელიას განცხადებით, უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მას სამართლებრივი შეზღუდვები ტყუილად დაუწესეს. მისივე თქმით, სამაჯურის მოხსნის შემდეგ, ყველა შეზღუდვა გაუუქმეს და ფიქრობს, რომ სამაჯური ადრე უნდა მოეხსნა.

"პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა, ანუ ვერ გადავკვეთავდი საზღვარს იმიტომ, რომ პასპორტი მაქვს ჩამორთმეული, პლუს სახლში, რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას სახლში და ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა, ანუ, მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ყველაფერს გარდა საზღვარგარეთ გასვლისა, ვაკეთებდი ხო?! როგორც ჩანს, დარწმუნდნენ თავიანთ უსუსურობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს, ანუ პასპორტსაც კი მიბრუნებენ, დანადგარი სახლიდან მიაქვთ. ე.ი. ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა და მომეშორებინა.

ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია ამაში დავრწმუნდი, აღიარა პრაქტიკულად, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ეს შეზღუდვები იყო უკანონო, ანუ არაეფექტური არის, ვერ ვაკონტროლებთ, მონიტორინგს ვერ ვუწევთ და თავადვე მოითხოვეს ამ ყველაფრის გაუქმება, წარმოგიდგენიათ?" - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები