29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ექსპერტების აზრით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მივა

როგორ განვითარდება პოლიტიკური პრიცესები ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში - საკუთარ პროგნოზებზე ექსპერტები საუბრობენ. ყველა თანხმდება რომ პროცესი ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს.

"ოპოზიცია ერთიანობას რომ ინარჩუნებს კარგია, მათ აქვთ მეტი შანსი მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას ამ პოლიტიკურ პროცესებში. მთავრობა ვალდებულია, რომ შესთავაზოს მოპალარაკებები ოპოზიციას, წავიდეს მასთან დიალოგზე. შესაძლოა, შეთანხმდნენ სხვა გამოსავალზე, მაგალითად, ხელისუფლების განაწილებაზე, პარლამენტში შესვლის შემთვევაში. ოპოზიციის პარლამენტში უპირობოდ შესვლა, არასწორი იქნება. მათ არ ექნებათ არანაირი ზემოქმედების ბერკეტი. ყველაზე ცუდი გამოსავალი, ერთპარტიული პარლამენტია, რაც ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არის ყველაზე ცუდი გამოსავალი ჩემი აზრით,"- განმარტავს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანლიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

"ხელისუფლებას არ ჰქონდა საჭიროება, რომ ეს მამაძაღლობები გამოევლინა. მათ ჰქონდათ თავისი 40% და გაეჩინათ თავისი ერთი-ორი პატრნიორი, გაეკეთებინათ კოალიცია და ვერავინ ვერაფერს იტყვოდა, მაგრამ აბსულუტური ძალაუფლების ავადმყოფულრი ჟინი, ასეთი ჩიხისკენ მიმავალია. ოპოზიციამ დოკუმენტურად უნდა დადოს დიდი საქმე, ყველა ოქმი, ყველა უბანი,მეთოდი და ტექნოლოგია რაც იყო გამოყენებული, შემდეგ უნდა დაითვალოს და დავინახოთ, რა მასშტაბის გაყალბებასთან გვქონდა საქმე. სახელმწიფოებრივი რისკებიდან გამომდინარე, ჯობია ეს ყველაფერი პარლამენტში ხდებოდეს და არა ქუჩაში და იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მონოლითმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაქაჩოს, დაირღვეს და ბუმერანგივით უკან შემოუტრიალდეთ მათ,"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

"შესაძლოა, მათი მათი მანდატები პარლამენტში 65-მდე ასულიყო. ეს საკმაოდ წარმოადგენლობითი კვოტაა ოპოზიციისთვის. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ოპოზიცია რომელიც ქუჩაში დგას, დარჩეს თამაშგარე, თუმცა არც ხელუფლებაა კომფორტულ პირობებში, იმიტომ რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უახლესი წარსულის, ასეთ მასშტაბურ ბოიკოტს არ იცნობს," -აცხადებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.

დღის ამბები