29 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ - ნიკა მელიას მამა

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი დააკავონ. საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიას მამაც.

"გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდე და ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ ხომ არ შეიძლება გირაო იყოს? მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერს ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე. ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოებს, ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, გადაებირათ ნიკა მელია, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ. მე ვფიქრობ, რომ დაიჭერენ,“ - ამბობს ანზორ მელია.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

როგორც "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე ითხოვს დაუწესდეს ნიკა მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა.

დღის ამბები