ვენის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ანალიტიკურმა პორტალმა "საით ინთელიჯენს გრუპმა" აიღო, რომელიც ინტერნეტში ჯიჰადისტების საქმიანობას აკონტროლებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პასუხია იმაზე, რომ თავის დროზე ავსტრია შეერთებული შტატების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციას“ შეუერთდა.
ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ვენაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაშავებულთა კი 17-მდე გაიზარდა. თავდამსხმელების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ, ვენის ქუჩებში მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება.
პოლიცია ამ დრომდე არ აზუსტებს, თუ რამდენი ადამიანია ამ დროისთვის ძებნაში. ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე გახსნეს. კონტროლი გამკაცრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე და გერმანიაში.
მედიის ცნობით, ლიკვიდირებული თავდამსხმელი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ვენაში დაიბადა, თუმცა ალბანური ფესვები ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, დაზვერვისთვის თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ცნობილი იყო, ის ერთ-ერთი ავსტრიელი ისლამისტი იყო იმ 90 ადამიანს შორის, რომელსაც სირიაში გამგზავრება სურდა.