29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
საჯაროდ ვაცხადებთ პარლამენტში შესვლაზე უარს და მოვითხოვთ, "ოცნებამ" განმეორებითი არჩევნები დანიშნოს - "პატრიოტთა ალიანსი"

"პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო კამპანიას იწყებს. პარტიამ პირველი შეკრება შაბათს, 5 საათზე თავისუფლების მოედანზე დააანონსა. მათივე თქმით, საჭიროა უწყვეტი აქციების რეჟიმზე გადასვლა, სანამ განბმეორებით არჩევნებს არ დანიშნავენ. 

როგორც "პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და პარტია ვერანაირ გარემოებაში დაბალ პროცენტს ვერ აიღებდა. მათივე განცხადებით, რამდენიმე დღეში დაასახელებენ ბიულეტენების რაოდენობას, რაც მათივე თქმით, არჩევნების დღეს მოიპარეს. 

"საჯაროდ ვაცხადებთ პარლამენტში შესვლაზე უარს და მოვითხოვთ დანიშნოს "ოცნებამ" ხელმეორე არჩევნები. ვმოქმედებთ დამოუკიდებლად და იმიტომ არ მოვაწერეთ ხელი, თუმცა არ შევალთ პარლამენტში" - ამბობენ პარტიაში.

დღის ამბები