29 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

როგორც "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე ითხოვს დაუწესდეს ნიკა მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს," - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

დღის ამბები